Wednesday, June 20, 2012

Monday, June 18, 2012

Sunday, June 10, 2012

emigrantebi

bolo aTi wlis ganmavlobaSi TuSebis raodenoba TuSeTSi TiTqmis ganaxevrda, es imitom rom aTi wlis win fasi dakarga TuSurma saqonlsi nawarmma. gaufasurebam gamoiwvia is rom mosaxleoba wlidan wlamde Tavs Zlivs itanda. TuSi arasdros ar yofila miwaTmoqmedebaze damokidebuli TumcaRa miwaTmoqmedebac garkveul rols TamaSons maT cxovrebaSi. amitom TuSma mosaxleobam ekonomokuri krizisidan Tavis dasacavad evropas miaSura. amiT ratQmaunda TiTqmis yvela TuSi emigrantis finansuri mdgomareoba gaumjobesda, Sedegad ki mivigeT TuSebisgan dacarielebuli TuSeTi, TiTqmis yvela ojaxidan aris erTi adamiani mainc wasuli emigraciaSi. emigraciaSi myofi mSoblebi ki cdiloben Svilebs materialuri mdgomareoba gauumjobeson magram zustad maSin midian emigraciaSi da zustad maSin toveben bebiisa da babuis xelSi rodesac yvelaze metad sWirdebaT ara materialuri mdgomareoba aramed mSoblebis aRzrda. dedis gareSe darCenili bavSvebis 70-80%, bebia babuas yurs ar ugdebs ar iTvaliswinebs maT rCeva darigebebs, xels iRebs swavlaze da quCaSi gadis sadac sigaretsisa da alkoholis gavlenis qveS eqcevian. bolos Camosul mSoblebs ukvirT Svilis aseTi Secvla, bebia da babua SviliSvilebs yovelTvis anebivreben es ganebivreba ki bavSvebs TavxedobaSi gadasdiT, magram ukve gviania bavSvebi gaucxovebulni arian mSoblebTan da ukve imdenad Camoyalibebuli mwvlebi xdebian rom verc sigaretsa da verc alkoholis dalevas Tavs vegar anebeben, raSic sabolood mSoblebi gamodian damnaSaveni.
TuSi emigrantebi TiTqmis evropis yvela qveyanaSi arian mimofantulni magram ZiriTadad: saberZneTSi da italiaSi arian. piradad mamaCemi meeqvse welia rac irlandiaSia da ar minaxavs, bevri TuSi bavSvia visac Tavisi mSobeli 8-10 welia ar unaxavs.
Cemi erT-erTi didi survili isaa rom saqarTveloSi iseTi ekonomikuri mdgomareoba Seiqmnas, rom yvela qarTveli emigranti erT dges dabrundes da TuSeTi TuSebiT ise Seivsos rogorc 10-15 wlis win ivseboda

გალერეა

suratebis sabaxavad daachiret   ბმულს 

თუშები – საქართველოს უბადლო მეობრები

“ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია”

კავკასიონის მთებში მდებარე თუშეთის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. “ქართლის ცხოვრებისა” და ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს ისტორის” მიხედვით თუშეთი ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნიდან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემოდის და მის ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს. აღნიშნული ხანიდან თუშეთს დაევალა საპასუხისმგებლო მისია – დაეცვა საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთი საზღვარი გარეშე მტრისაგან, რასაც ამ კუთხემ საუკუნეების განმავლობაში წარმატებით გაართვა თავი.

გამუდმებულმა ომებმა და საქართველოს ბარისგან საკმაოდ დაშორებულმა ცხოვრებამ განაპირობა თუში ხალხის უბადლო მეომრებად ჩამოყალიბება. დიდი ვახუშტი წერდა, რომ თუშნი “არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი”, ხოლო მკვლევარმა ი.ციციშვილმა კი თუშები თავისი საქმიანობით შემდეგნაირად დაახასიათა: “არც ერთი ტომი კავკასიის მთიელებს შორის თავისი მამაცობით იმდენჯერ არ ქებულა, რამდენჯერაც თუშები. კავკასიის რომელ კუთხეში არ მოგიყვებიანთ თუშების ვაჟკაცობის შესახებ.” თუშეთის შეუვალობა და მისი ტომის შეუდრეკელობა თუშებმა კარგად გამოხატეს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძისადმი 1657 წელს მიწერილ წერილში: “ჩვენ მაგარს ალაგას ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი და სადაც მოგვიხელებია მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია…”.

იმიერ–კავკასიელი მძარცველი ფეოდალების, ოსმალებისა თუ სპარსელების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძლოაში თუშებმა XIX საუკუნეში განსაკუთრებულად ისახელეს თავი. მათი საქმეებით აღბრთოვანებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თანამედროვე თუშ გმირებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

”ნაუნჯნი ყმანიც მეფისა,თუშები მოუღალავნი,

სდევნიან მტერთა მძვინვარედ, ვით მგელნი, ცხვართა მლალავნი!

თქვენი ჭირიმე თუშებო, ბიჭობა თქვენი ქებულა,

მახვილი თქვენი მარადის დაღესტნელთ ქედზე ლესულა!”

რადგან თუშებს დღედაღამ იარაღის ტარება უხდებოდათ იმიერ კავკასიელი მძარცველების თავდასხმების მოსაგერიებლად და მეფეთა ყოველი დაძახებისთანავე ყველა ბრძოლაშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ, გამოუმუშავდათ ამ მიმართულებით მკაცრი ადათ წესები, რომლის დამრღვევასც თემი, თემის თავკაცები, სატომო საბჭო არავის აპატიებდა და სამაგალითოდ დასჯიდა. “ხოლო უკეთუ ვინ მდედრი იყოს გულითა კაცთაგანი და ილტვოდეს ბრძოლასა შინა, – შენიშნავს ვახუშტი, – ამას აჭმევენ ძაღლთა თანა გობასა შინა ძაღლთასა და არღარა კაცთა თანა”.


საბრძოლო–სავაჟკაცო წეს–ჩვეულებებიდან ერთ–ერთ საპატიო მოვალეობას შეადგენდა ის, რომ ვაჟი ვერ დაქორწინდებოდა თუ მტერს არ მოკლავდა და მის ნივთ–მტკიცებას – მოჭრილ მარჯვენას არ მოიტანდა სოფელში. ალექსანდრე დიუმა წერს, რომ – “ერთ თუშს თიანეთელი ახალგაზრდა ქალი შეჰყვარებია და მისთვის ცოლობა უთხოვნია. – რამდენი ლეკის ხელს მომიტან მზითვში? – ჰკითხა სასძლომ. ყმაწვილი ჯერ ბრძოლაში არ იყო ნამყოფი და ნირწამხდარი უკან დაბრუნდა. ის შეთთან მივიდა და თავისი გაჭირვება უამბო. – გასწი, ჰკითხე, რამდენ ხელსა გთხოვს, – უთხრა შეთმა. – სულ ცოტა სამი უნდა მოიტანო, – შემოთვალა ახალგაზრდა ქალმა. – მომავალ ექსპედიციაში რომ წავალ, წამომყევი, – შესთავაზა ყმაწვილს შეთმა. – დაგვიანდება, – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა. შემდეგ კაცები თორმეტი ხელით დაბრუნდნენ. შეთს შვიდი ხელი მოეჭრა, საქმროს – ხუთი”. ამის შესახებ ნ. ვოლკონსკი წერდა: “თუშ ქალს არ ჰქონდა გათხოვების უფლება იმ ვაჟზე, რომელსაც არ ჰყავდა ერთი მტერი ლეკი მაინც მოკლული; ამიტომ ყოველი ახალგაზრდა მეომარი თავს ვალდებულად თვლიდა სრულწლოვანების მიღწევისთანავე ევაჟკაცა, სახელი გაეთქვა და დაქორწინების უფლება მოეპოვებინა.”

თუშებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ ტყვედ ჩავარდნა. ეს მათთვის უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. აკად. ნ. დუბროვანი შენიშნავს, რომ: “თუშს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ტყვედ ჩავარდეს”. ივ. ბუქურაული წერს, რომ თუშეთში ” მეომარი მამაკაცები მტერს ცოცხლად არ უვარდებოდნენ. ისინი უეჭველად მტერს უნდა შეჰკდომოდნენ. ცოცხლად ჩაბარება და ტყვედ წაყვანა დიდი სირცხვილი იყო.” იგივე ავტორი წერს, რომ: ” ჩვენს წინაპრებს ბრძოლიდან გაქცეული კაცი ეზიზღებოდათ, როგორც გველი. დედაკაცნი პირში აფურთხებდნენ. ბალღები, როგორც ცოფიანს ძაღლს, ქვებს ესროდნენ. მას აღარ შეეძლო ვაჟკაცებში გარევა. ყოველგან, ყოველ სახლში კარებს უკეტავდნენ. მტრისგან გაქცეულ კაცს არც კი ჰმარხავდნენ. იგი საფლავმოკლებული ეგდო უპარონოდ მინდორში და ყოველი გამვლელ–გამომვლელი ზიზღით უყურებდა და სწყევლიდა იმის გაჩენის დღეს”.

ალექსანდრე დიუმა თუშთა საბრძოლო ტრადიციის ერთ თავისებურებაზეც აღნიშნავს: “ბრძოლაში თუში თავის დღეში მეგობარს არ მიეშველება. თუ ამ უკანასკნელმა არ დაუძახა, და თვითონაც იშვიათდ თუ ვინმეს მოუხმობს საშველად, მარტოც რომ დარჩეს სამი კაცის წინააღმდეგ”.

თუში მეომარი, როდესაც დაატყობდა რომ კარზე მოსული მტერის დამარცხება შეუძლებელი იყო საკუთარ ცოლ–შვილს, დასა და დედას თავებს აჭრიდა, ხოლო თვითონ კი ხმალამოწვდილი გაუვარდებოდა მტერს და ვაჟკაცურად იღუპებოდა. ასეთი შემთხვევების რამდენიმე მაგალითია შემონახული თუშურ ხალხურ ზეპირსიტყვაობაში.

XVII-XVIII საუკუნეებში სოფელ ჰეღოში და მთელს თუშეთში გმირობითა და ვაჟკაცობით დიდად განთქმულნი ყოფილან ზურაბი და მისი ვაჟი მიქელი. ერთ დღესაც სოფელს მოულოდნელად ლეკები დაესხნენ, ხალხი ამოხოცეს და ზოგიც ცოცხლად შეიპყრეს. შემდეგ კი მთელი შემადგენლობით იერიში ზურაბის განთქმულ ციხესიმაგრეზე მიიტანეს. თავდაპირველად ლეკებს ძალიან უჭირდათ ციხის აღება, რადგან ზურაბი და მიქელი განუწყვეტელი სროლით მტერს ციხის სიახლოვეს არ უშვებდნენ. ამ საქმეში მამა–შვილს ეხმარებოდათ მიქელის ქალიშვილი – 16 წლის მარო და მიქელის მეუღლე – ეთერი. უთანასწორო ბრძოლაში მოხუცი გმირი ზურაბი მტრის თოფმა განგმირა. ლეკებმა ციხეს ცეცხლი შეუნთეს, რის შემდეგაც მიქელი და მისი ოჯახი დამარცხებითვის განწირული იყო. მიქელმა ხმალი იშიშვლა და მტრის შესახვედრად გარეთ გავარდნა სცადა, მაგრამ იგი მეუღლემ შეაჩერა და უთხრა: “სად მიდიხარ მიქელო, ჩვენ რასღა გვეუბნები, რომ თავს გვანებებ? … შენი ოჯახი შენივე ხელით გინდა გაამუსურმანო, მიქელო!… რას იტყვიან თუშები, ხომ დაგძრახავენ: ციხე გაუტეხეს, მამა მოუკლეს, ცოლ–შვილს თავი დაანება, მტრის ხელში დაყარა და თვითონაც მოკლესო. … შენის ხელით სიკვდილი გვინდა, მიქელო! რა ვაჟკაცი ხარ თუ შენის ხელით არ დაგვხოცავ და ისე არ გახვალ… შენის ხელით სიკვდილი გვირჩევნია ურჯულოების ხელით ცოცხლად ყოფნას. ვაჟკაცი არა ხარ? დაგვხოცე აქვე ჩვენს სახლში, შენის მამის გვერდით”.

მიქელი თავს იკავებდა, დრო კი არ ითმენდა. შესასვლელი კარები ცეცხლმა დაწვა და ლეკები უკვე პირველ სართულზე იყვნენ და ციხის ზედა სართულებისკენ ადიოდნენ. მიქელის ქალიშვილმა მარომ და მიქელის მეუღლემ ეთერმა შესძახეს: ” ვაიმე მოდიან შეჩვენებულები! ნუ ჩასდგები ჩვენს ცოდვაში, მიქელო! … ამოიღე ხანჯალი და მოგვიღე ჩქარა ბოლო… თუ შენ არ შეგიძლიან, მე მომე ხანჟალი, მე თვითონ მოვიკლავ თავს, შესძახა მარომ და მოჰკიდა ხელი მიქელის ხანჟლის ტარს ამოსაღებად”.

დღესაც კი თუშებში გაიგონებთ ფანდურზე გაცოცხლებულ ლეკებისაგან ჰეღოს წახდენის ნაღვლიან სიმღერას:

“მიქელმა ზურაბის ძემა

რა საქმე მოახდინაო,

თვითონ დახოცა ცოლ–შვილი

სულეთი წაიხდინაო”!

ხალხი ამართლებს მიქელს და სწყევლის მას ვინც დასცინებს ამ გმირს:

“დღენიმცა ერგოს ეგეთი,

ვინც მიქელს გაუცინაო”.

სოფელ ჰეღოს მსგავსი ტრაგედია განიცადა 1836–1837 წლების მიჯნაზე, დაღესტნის საზღვარზე მდებარე სოფელმა დიკლომაც. ამ სოფელს და მის მახლობლად მდებარე სოფელ შენაქოს ახალწლის ღამეს 10000–იანი დიდო–ლეკთა ჯარი დასცემია მოულოდნელად თავს. ამ დროითვის როგორც წესი საზღვრის გადმოლახვა მთებით შეუძლებელია დიდი თოვლის გამო, მაგრამ ამ ორი სოფლის სავალალოდ იმ წელიწადს სასაზღვრო მდინარე ალაზანი (ანდისყოისუ) გაყინულა და მტერიც გაყინულ მდინარეზე ჩუმ–ჩუმად შემოუყვა ხეობას. ამ დროისთვის სოფელ დიკლოში ყოფილა 16 მამაკცი. უთანასწორო ბრძლოაში, რომელიც რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა, დარჩენილან ძმები: ბერო და ღვთისო ბექურიძეები. ლეკებს მათი ხელში ჩაგდება რომ ვერ მოუხერხებიათ, ციხეს რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ – ცეცხლი შეუნთიათ. ცეცხლით შეწუხებული ბერო ბექურიძე ხმალამოწვდილი გამოვარდნია მტერს და ციხის შესასვლელთან ბევრი ურჯულო დაუხოცავს და თვითონაც დაღუპულა. მარტოდ დარჩენილმა ღვთისომ კი ჯერ ცოლსა და დას მოკვეთა თავები, რომ ისინი ცოცხლად არ ჩავარდნოდნენ მტერს, შემდეგ კი ხმლით გაუვარდა მოსისხლე მტერს და თვითონაც ძმასავით გმირულად დაიღუპა.

თუშეთს ისტორიის მანძილზე არ ჰყოლიათ ბატონი. ისინი თავის ბატონად უფალს და შემდეგ კი მეფეს აღიარებდნენ:

“ჯერ ღმერთი, მერე ბატონი,

სხვა თუშს არა ჰყავს მოცილე”.

ქართველ მეფეებს სათანადოდ ჰქონდათ შესწავლილი თუშ–ფშავ–ხევსურების მებრძოლი ბუნება და სწორედ ამიტომ ისტორიის მანძილზე სწორედ ამ ხალხით იყო დაკომპლექტებული მეფის პირადი გვარდია. დავით გიორგის ძე ბატონიშვილი წერს: “ქეშიკად (წარჩინებულ მცველებად) მეფისა, ანუ ღვარდიად, არიან ადრიდგანვე დაწესებულნი თუშნი, ხევსურნი და ფშავნი. ესენი არიან მთის კაცნი და ერთგულნი მეფეთაგანი”.

თუშეთში საბრძოლო და სავაჟკაცო ადათ წესებს ხალხი ქმნიდა და ხალხივე იცავდა. თუშეთის ოთხივე თემის უმაღლეს ხელისუფალსა და ბატონ–პატრონს წარმოადგენდა ლაშარის ჟვარი და მისი ხევისბერი. თუშეთის თითოეულ თემს ჰყავდა საკუთარი სალაშქრო ხატიც.ბრძოლის დროს თუშთა საერთო ლაშქარს წინ მიუძღოდა ლაშარის ხატის ხევისბერი ლაშარისავე სალაშქრო დროშით, ხოლო თუშეთის თვითეული თემიდან გამოსულ მეომრებს კი თავისი თემის სალაშქრო დროშით წინამძღოლობდა თავისივე ხევისბერი.

უამრავი მასალა არსებობს თუში ხალხის გმირობის შესახებ XVIII-XIX საუკუნეების ქართულ და რუსულ ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიოგრაფია თითქმის არც ერთი თუში ვაჟკაცის ვინაობას არ ასახელებს. სამაგიეროდ თუშ–ფშავ–ხევსურული პოეზია აღნიშნულ ხარვეზს ავსებს და მრავალი პიროვნების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას:

“ჭონთიოს ციგუს სულთანი

აზნაურია მიანი;

გირევს ხოსიკის ივანე –

დოლბანდი დიჩინისაი,

ფარსმაში აუს ალუდა –

კოშკია სიმაგრისაი;

ჭეშოს აბალოს დავითი –

ხმალია ბასრის ფხისაი;

დანოში თავბერაიძე –

პურ–წყალი თუშეთისაი;

ჩიღოს ქაზნიძე მეშველი –

ხელმწიფის დროშაიანი;

კვავლოში თილისძე გიორგი –

შიშია შორის მტრისაი;

დართლოში დათიაური –

მემეტე თუშეთისაი;

დიკლოში აბულის ქორთოში

ყამირობს ყანასავითა,

კარზე მოსულსა მოძალეს

აბრუნებს ნახირსავითა,

არ დაგაბერა, ქორთოშო,

ფშლას ბაშტის ყურებამაო,

კბილებ არ დაგაყრევინა

დილ–დილ ცივის წყლის სმამაო;

ხმალი არ ჩაგაგებინა

აქვაელთ ზაობამაო”.

ხსენებულ ლექსში ჩამოთვლილი სახელოვანი თუში გმირები განეკუთვნებიან XVIII-XIX საუკუნეების თუშეთის ისტორიას. რა თქმა უნდა აღნიშნულ ლექსში სრულად არ არის წარმოდგენილი ყველა გმირი, მაგრამ თუშ–ფშავ–ხევსურული პოეზია თუ ოფიციალური ისტორიოგრაფია გვისახელებს სხვა მრავალ გმირსაც. ესენი არიან: გიორგი თილიძე, ზეზვა გაფრინდაული, შველა შველაიძე, ლუის ლუხუმი, შეთე გულუხაიძე, ივანე ელიზბარიძე, ალექსანდრე ელიზბარიძე (ნათიშვილი), კოხიო ბობღიაშვილი, ნაკუდა ქუიძეშვილი, დილოიძე, დევდრის ანთა, ითაბანული, გიო მოზაიძე, ბერო ბექურიძე, ღანიში ბორძიკიძე, იაკობ ლეკაიძე, ბაკური ჭვრიტიშვილი, დავით კვესიაიძე, დავით ნაკუდაშვილი, ზეზვა ოჩონაიძე, ჯაო ბერიკაიძე, თორღვა ქაზნიაური, ელანი ქაზნიაური, ლევან ეფიშვილი (ქადაგიძე), დავით შანქიშვილი, ბეთურა ტუგუსეშვილი, გეო (გიო) ქავთარაშვილი, გუბერნიის მდივანი ივანე ცისკარიშვილი, ზეზვა უთურგაიძე, დავითი, ხუტა და ქავთარი (შეთე გულუხაიძის ვაჟიშვილები), დანიელ გესლაძე, ღვთისო ოსორაული, ძაგანაშვილი, უჯბახიშვილი, ქურაზიშვილი, ღვთისო ბექურიძე, ღანიში ბორძიკიძე, სოფ. ჰეღოს ლეგენდარული ბრძოლის გმირები: მამა შვილი ზურაბი და მიქელი, გმირი თუშის ქალი – კახოს თინა და სხვა მრავალი.

ამ ხალხის და მათი წინაპრების მაგალითებზე იზრდებოდა თუშთა თაობები. მათი ლეგენდარული ბრძოლებიდან სწავლობდა თუში ვაჟკაცობას, შეუპოვრობას, მუხლმოუდრეკელობას და სამშობლოს დაცვას თუნდაც ოჯახის ფასად. სწორედ ასეთი ხალხის მამაცობა იყო თუში ხალხის მოტივატორი. სწორედ მათ მაგალითზე გაზრდილმა თაობებმა ჩამოაყალიბეს თუში ხალხი, როგორც საქართველოს უბადლო მეომრები.

გამოყენებული მასალა: ვ. ელანიძე “ვინამ თქვა თუშთა დალევა”

თუშების GMIRI ზეზვა გაფრინდაული

თუშეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ზეზვა გაფრინდაულს გამორჩეული ადგილი უკავია, რადგან მისი ბრძოლები დაკავშირებულია ისეთ პერიოდთან, რომელმაც გადაწყვიტა აღმოსავლეთ საქართველოს ყოფნა–არყოფნის საკითხები.

შაჰ–აბასმა ორგზის შემოსევით (1614–1617წწ.) კახეთის სამეფო მიწასთან გაასწორა, 100000 კახელი ტყვედ აიყვანა, ირანში გადაასახლა და თურქმანთა მომთაბარე ტომების ჩამოსახლება გადაწყვიტა, მაგრამ კახეთში გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით სპარსელების წინააღმდეგ ჩატარებულმა ომებმა ბოლო მოუღო ირანის მბრძანებლის გადაწყვეტილებას.

იგივე საკითხი დღის წესრიგში მოგვიანებით კვლავ დადგა და სისრულეშიც იქნა მოყვანილი. იავარქმნილ კახეთში 1659 წელს ჩამოსახლებულ იქნა 15 ათასი კომლი, 100000 თურქმანი მეჯოგე და მისი დიდი ნაწილი ალავერდისა და ალონის ტერიტორიაზე დაასახლეს.

XVII საუკუნეში, გადაგვარების პირას მისულ კახეთს, ბახტრიონის აჯანყებაში მხსენლად ევლინება თუშ–ფშავ ხევსურთა გაერთიანებული ჯარი, რომლის შეკრებასა და ორგანიზატორობაში ერთ–ერთი მთავარი როლი უჭირავს ზეზვა გაფრინდაულს.

სამწუხაროდ ქართულ ოფიციალურ წყაროებში ამ დიადი გმირის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქართული ისტორია ხომ წესისამებრ მეფებზე და ბატონებზე იწერებოდა. საბედნიეროდ ქართულმა ზეპირსიტყვაობამ უხვი მასალა შემოგვინახა ამ პიროვნების საგმირო საქმეებზე. ზეზვა გაფრინდაულის, როგორც აჯანყების ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის როლი კარგად და რეალისტურად არის გადმოცემული თუშეთში ჩაწერილ ლექსში – “გაფრინდაულის ამბავი”:

„ცხენს გაბანს გაფრინდაული,

გაზრდილსა თივა–ქერზედა,

ძუა–ფაფარსა დავარცხნის,

ნალებს დააკრავს ფეხზედა.

საღარს შეკაზმავს ზეზვაი,

აბჯარს აისხამს ტანზედა.

საით მიდიხარ, ზეზვაო,

ცხენი დაგიბამს კარზედა?–

– ფშავ–ხევსურეთში საქმე მაქვს,

ჯავრი ვიყაროთ მტერზედა.

უნდა შევყაროთ ჯარები

თათრების მუქარაზედა.

აბა, ვიაროთ, საღარო.

ფშავ–ხევსურეთის გზაზედა. –

ცხენზედ შეჯდება ზეზვაი,

ჩაჩქანი ხურავს თავზედა.

გულუხისძე–ნიც გამოყვნენ,

ნანატრნი ფშავის თემზედა.

გადაივლიან ვაჟკაცნი

ბორბალოს მაღალ მთაზედა.

ლაშარს მივიდნენ თუშები,

ხალხი დგას ხატის კარზედა.

შემოეხვივნენ ფშავლები

თუშებს, დაკოცნეს პირზედა.

სუფრაზედ მიიპატიჟეს

შავი ლუდების სმაზედა.

გურგენა ჭინჭარაულმა

ზეზვას ხელ დაკრა მხარზედა:

– დაბერებულხარ თან თეთრი

გამოგრევია თმაზედა. –

დასხდნენ და პური შეჭამეს

ლაშარ გიორგის კარზედა.

გურგენი ჭინჭარაული

ზეზვამ გაიხმო განზედა.

– ძმანი ხართ, უნდა მოგვემხროთ

ჯავრის საყრელად მტერზედა,

თათრის ჯარი დგას კახეთში,

ხალხი ვერ გადის ველზედა,

აქლემის ქარავნები სძოვს,

ჩვენი ცხვრის საძოვრებზედა.

მლოცავსაც გააგებინეს,

მდგომსა დარბაზის კარზედა.

ფიცი დაუდეს ფშავლებმა,

ხელი დაიკრეს ხმალზედა.

– ჩვენაც კაცნი ვართ, ზეზვაო,

ქუდები გვხურავს თავზედა.

ჩვენც სისხლი გვმართებს, და–ძმების,

ხმალნი ვალეწეთ თავზედა.

თათრებს კახეთში რა უნდათ,

ქართველთა მიწა–წყალზედა.

ხევსურნიც შეიყრებიან

არდოტის ზევით მთაზედა,

ჩვენ მაცნე გამოგვიგზავნე,

თქვენ რომ დადგებით გზაზედა.

საით მოვიდეთ, ზეზვაო,

რას იტყვი, რომელ გზაზედა.

– ფშავ–ხევსურნ ერთად წამოდით,

პანკისის ხეობაზედა.

თუშნი ნაქერალს გადმოვალთ,

თქვენ გამოგყვებით კვალზედა.

ჩვენ შევიყრებით ნაქერალს,

დარაჯი გვედგეს განზედა.

იქ ლაპარაკი გვექნება

თათრებთან ომობაზედა. –

გამოესალმნენ ერთურთსა,

ზეზვაი შეჯდა ცხენზედა.

ლუხუმმა დროშას შემოჰკრა,

მდგომმა დარბაზის კარზედა.

– გწყალობდეთ ლაშარის ჯვარი,

ხელ მოგიმართოსთ მტერზედა“.

როგორც ლექსიდან ჩანს ბახტრიონის აჯანყებისთვის ზეზვა ხანში შესული უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ზეზვას ბახტრიონის აჯანყებამდე სხვა მრავალი გმირობაც ქონდა ჩადენილი. სხვანაირად, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ესოდენ დიდი აჯანყების მოთავედ ზეზვა წარმოგვიდგება.

ზეზვა ფუნჩაის ძე წარმოშობით თუშეთში–გომეწრის ხეობის ერთ–ერთ ულამაზეს სოფელ–ვაკისძირიდან ყოფილა. მისი თავდაპირველი გვარი საღირიშვილი იყო. გაფრინდაული კი ბახტრიონის აჯანყებაში გამოჩენილი გმირობისთვის შერქმევია.

კახეთში ფუნჩაიშვილი

იკეთებს შუბის წვერსაო,

თბილის წყლით ფაფარს გადაჰბანს,

ლიტრა ქერს აჭმევს ცხენსაო.

სპარსეთში ერთი თათარი

ენას აუბნებს ძნელსაო:

–”ბახტრიონს გავჭრი ვენახსა

ზედ დავსახლდები ელსაო,

არც თუშებს შევეპუები

და არც ზეზვაის ცხენსაო”.

ეს რომ გაიგო ზეზვამა,

ცხენს შაუმატებს ქერსაო;

– “ჩქარა გასუქდი, ლურჯაო”. –

გავაზედ უსვამს ხელსაო,

–დავემწყემსები სულთანსა,

როგორც მიმინო მწყერსაო,

თოფს დავკრავ, ხმალსაც შემოვკრავ

დღეს დავაყენებ ცხელსაო,

თავსაც იქ დავდებ ჭაღარსა,

ადგილს არ მივცემ ჩვენსაო”

ამბის სიუჟეტურ გადმოცემას, აჯანყების დაწყება განვითარებას, პროფ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ ჩაწერილი ხალხური გადმოცემის მიხედვით განვაგრძობთ:

“დანიშნულ დროს, როგორც ერთი კაცი, სხვადასხვა მთიდან ჩამოსული მთიელები თუშეთის ღელეს (ყველა თემის შუა ადგილს, სადაც საერთო საქმეები ირჩეოდა ხალხის წარმომადგენელთა მიერ).

აღიჭურვა ჯარი თოფ იარაღით და ორ ნაწილად გაიყო. ერთი წყება წავიდა პანკისის ხეობაზე. მეორე ნაქერალაზე–ალვანის ბახტრიონზე. ბახტრიონში თათრების ჯარი იდგა და იმის ასაღებად დაიძრა თუშ–ფშავ–ხევსურეთი. მხედართა წყობამ, რომელიც წამოვიდა პანკისის ხეობაზე, ბაწარის წყალზე, ნახა თათრების ნაცარ–დაყრილი ბოგირი, რომ ნავალი შეტყობოდა და ნაფეხურზე გამვლელს დასდევნებოდნენ. ბოგირზე გასვლის კვალი რომ დაემალათ, თუშებმა უკუღმა დააჭედეს ცხენები. თათრების მეთვალყურეებს უნახავთ ზევით წასული კვალი და ამ ვითომ გაქცეულ თუშების ჯარს ბახტრიონიდან დასდევნებიან თათრები. თუშებმა შეაფარეს თავი და მდევარი ზევით გასცდა, ბახტრიონისაკენ გასწიეს.

თუშები შევიდნენ ციხის გალავანში, მაგრამ თვით ციხის კარები დაკეტილი დახვდათ. თათრებმა იქ შეაფარეს თავი. თუშების გამოჩენილმა გმირმა – ზეზვა გაფრინდაულმა, ოსტატობა იხმარა და ხერხით შეეჭრა მტერს ციხეში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თუშები დამალულნი იყვნენ ტყეში ზეზვა შეუდგა პალოების თლას”რათ გინდაო?” – ჰკითხავდნენ აქეთ–იქედან –”თქვენ ნახავთ, რომ დაგვჭირდებაო”, უპასუხებდა ზეზვა.

თათრების დარაჯებს დასძინებოდათ. გამჭრიახობა გამოუჩენია გმირს ზეზვა გაფრინდაულს, პალოები დაუკრავს გალავანზე საფეხურებად. მან ჩაასო კედელში პალო, შედგა ფეხი, ჩაასო მეორე, შედგა მეორე ფეხი, ჩაასო მესამე, მეოთხე … და ავიდა ციხის კედელზე. კედლიდან გადახტა შიგ ციხეში, ამოხოცა დარაჟები, გააღო კარები და ისე შევიდა ლაშქარი. შურისძიებით აღჭურვილი თუშ–ფშავ–ხევსურნი ეკვეთნენ თათრებს … მძინარე თათრები ისე აირივნენ, რომ ვეღარ არჩევდნენ მტერი ვინ იყო და ვინ არა. გულგახეთქილნი აღარ ფიქრობდნენ ციხის დაცვაზე. მხოლოდ ცდილობდნენ როგორმე დაეღწიათ თავი განრისხებული ქართველი მთიელებისგან. თათრებმა იმ იმედით, რომ ალავერდის ციხეში შევეფარებითო, თავი დაანებეს ციხეს და გაიქცნენ ალავერდისკენ, თუშ–ფშავ–ხევსურები მისდევდნენ უკან ხოცვით.

ალავერდშიაც ასეთი ამბები ტრიალებდა იმ დროს, ის ციხეც აეღოთ, იქიდანაც გამოსულიყვნენ თათრები და წამოსულიყვნენ ბახტრიონისაკენ. ორივე ციხიდან გამოქცეული თათრები შეიყარნენ ალვანის მინდორზე . თათარი მომეწყვდა შუაში. აქ შეიქმნა უწყალო ჟლეტა თათრებისა. თუშების თქმით “იმდენი თათარი ეხოცა, სანამდის ერთი თათრის გვამი ყირამალა არ დამდგარიყო თათრების მკვდრების გროვაში. მაშინ ზეზვას შეეჩერებინა მტრის ხოცვა, რადგან გვამის ყირამალა დადგომა ცოდოდ მიაჩნდათ. იმ ადგილს სადაც ეს საშინელი სისხლის ღვრა მოხდა და თათარი განადგურებულ იქნ, დაერქვა “გაწყვეტილა”. ასე ეძახიან თუშები ამ ადგილს დღესაც.”

ბახტრიონის აღების ისტორია არა მარტო თუშურ გადმოცემებში, არამედ თუშურ ხალხურ ლექსებშიც აღინიშნება:

“მოვიდოდ თუში ზეზვაი,

ჯოგი მოჰყვება მგლისაო,

“ან თქვენ გადადით გალავანს,

ან გადამიშვით მიაო,

თუ შვიდ ვერ მოვკლა ხმალ–დახმალ,

გამცვალეთ თათრის ქალზედა’,

გადავა, გადაფრინდება,

ბახტრიონს გალავანზედა”.

ზეზვა მიღწეული გამარჯვების შემდეგ კვლავ განაგრძობს თათრების წინააღმდეგ ბრძოლას. “ზეზვამ შეჰკრიბა ამოწყვეტას გადარჩენილი კახეთის მოსახლეობა, – წერს გ. ლეონიძე, – და თორღვას ციხეში გაიხიზნა. აქედან ესხმოდა კახეთში კვლავ მოვლინებულ სპარსელების ჯარს და შიშის ზარს სცემდა მათ:

“თორღვასა გაფრინდაული

ამაგრებს ქვითკირსავითა,

კახზე მოსულსა მოძალეს

აბრუნებს ნახირსავითა.”

სპარსელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ჯარის საუკეთესო ნაწილებსაც აგზავნიდნენ და ზეზვას ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებდნენ. ერთ–ერთი შეტაკების დროს იგი დაუჭრიათ კიდეც, მაგრამ ხელში მაინც ვერ ჩაუგდიათ. ზეზვა კვლავ თორღვას ციხე გალავანში გამაგრებულა:

“თოფ დაჰკრეს გაფრინდაულსა,

თორღვ დარჩა ოხერივითა,

თორღვას წევს გაფრინდაული

გამაგრდა ქვითკირსავითა.”

სპარსელები ძალით რომ ვერას გახდნენ ათასგვარ დაპირებებით მოინდომეს ზეზვას მოტყუება და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ მიაღწიეს კიდეც საწადელს. მოტყუებით შეპყრობილი ზეზვა თბილისში ჩამოიყვანეს.

ხალხურ ლექსებზე დაყრდნობით პოეტი–აკადემიკოსი გ. ლეონიძე შენიშნავს, რომ ” ზეზვას დაჭერამ სპარსელებში დიდი აღტაცება გამოიწვია. გასაგებიც იყო მტრის ზეიმი. მან ხელთ იგდო ხალხის სარდალი, თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც სხვებთან ერთად სასიკვდილო ლახვარი ჩასცა სპარსეთის პოლიტიკას კახეთში. საამაყო ტყვე ზეზვა დიდი პატივით წამოიყვანეს თორღვას ციხიდან, ძუა შეღებილ ცხენზე შესვეს და მთელი გზა ილუმინაციით “სანთლითა და მაშხალით”, “დაფაზურნის” ყიჟინით ჩამოატარეს. ამ ფაქტის შესახებ ხალხური ლექსი ამბობს:

“ცივგომბორ გადაავლიან

ძუაშეღებილ ცხენითა

ქალაქში ჩაიყვანიან,

დაფა–ზურნითა ლხენითა.”

თბილისის თათრობა ზეიმით შეგებებია დატყვევებულ ზეზვას. ხელფეხშეკრული ზეზვა ჯერ ქალაქში შემოატარეს, ხოლო შემდეგ კი ხალხის საყურებლად დასვეს ქალაქის “შუა უბანში”, და დააბინავეს “ქარვასლაში”. ხალხურ მოლექსეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ზეზვა ეცოდება და ამბობს:

“მოდიან თათრის ქალები: “ზეზვა გვაჩვენეთ თვალითა”.

ზეზვასა ნახვა რად უნდა? მოკლული თქვენის ხელითა.

რატო არ ღნახეთ მაშინა, ბახტრიონს რომ ბრუნავდა ლურჯა ცხენითა,

გალავანს გურგლივ ურბენდა გამაღლებული შუბითა?

ალვანის მინდორ აავსო ღოჯაი თათრის ძვალითა?

მოგდევდათ, მოგაწუხებდათ, მოგჩხვლეტდათ შუბის წვერითა,

მელას დაცვითა კბილები, ტურას ლოყნ ხორცის ჭამითა.”

ზეზვა გაფრინდაული თბილისში სასტიკ პირობებში ჰყავდათ. ის დიდი ხნის მანძილზე სპეციალურ მოედანზე გამოჰყავდათ სადაც თათრები აუწერელ შეურაწყოფას აყენებდნენ. ბოლოს გაფრინდაული, როგორც ხალხური სიბრძნე გვაუწყებს, ციხეში მოუთავსებიათ”

“ზეზვაის ცხენო, ამ ზამთარ

ბაგა გამახარ კბილითა,

ქალქს დაგიბეს პატრონი,

ღამეს გითენებს გმინითა.”

ხალხური მოლექსენი ხსენებული მდგომარეობის თხრობით ამთავრებენ ზეზვას თავგადასავალს, მათ უკვე აღარ იციან თუ რა ბედი ეწია სახალხო გმირს. სავარაუდოა რომ მას იგივე ბედი ხვდა წილად რაც ბიძინას, შალვას და ელიზბარს.

ზეზვა გაფრინდაულის სახელთან არის თუშებში ყველაზე მეტად გავრცელებული ლეგენდა, რომელიც გვიყვება რომ სპარსელებისგან ბახტრიონის განთავისუფლების შემდეგ ზეზვას მეფისთვის უთხოვია თუშებისთვის სამოსახლო. მეფე დათანხმებია, ოღონდ ერთი პირობით: ბახტრიონიდან თუშეთის მიმართულებით სადამდეც გააჭენებდა ზეზვა ცხენს შეუსვენებლად, იქამდე მიცემდა მიწას. ზეზვას მანამდე უჭენებია თავისი ბედაური, სანამ პირუტყვი უსულოდ არ დავარდნილა. მეფეს მიუცია ეს ტერიტორია თუშებისთვის. გადმოცემით ეს ადგილები სოფლების– ზემო და ქვემო ალვანის ტერიტორიაა. ენათმეცნიერი გიორგი ცოცანიძე აღნიშნავს – “ცხენს ბახტრიონიდან ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა, მომკვდარა. განარბენი მანძილი თხუთმეტი კილომეტრია. ჩანს ზეზვას მეტის იმედი ჰქონია. მელექსე პატრონის ორგულობას აბრალებს ერთგულ საფერხეს:

გაგიორგულდა, ზეზვაო, გაფრინდაულო, ცხენია…

არმადამც გექნებ, ლურჯაო, პატრონის ნაჭმევ ქერია,

რად გაუგორდი პატრონსა, რად გაულაღე მტერია?

გვიანობამდის მიუთითებდნენ ტახტიგორის ახლოს მინდორში, ზეზვას ცხენის საფლავს. დიდი თეთრი ლოდი იდო. ის ლოდი დღეს აღარ დევს. ამბობენ, ერთმა თელავიდან გადმოსახლებულმა აბრამიშვილმა ურმით სოფელში ამოიტანა და თავის ეზოს გალავანში ჩაატანაო”. გვიანობამდის, სანამ ეს ქვა გაქრებოდა ამ ადგილიდან თუში მამაკაცები მიუახლოვდებოდნენ რა ამ ადგილს, ცხენიდან ჩამოქვეიითდებოდნენ, ქუდს მოიხდიდნენ ხურჯინიდან არაყს ამოიღებდნენ და ზეზვა გაფრინდაულის გმირობისა და ვაჟკაცობის სადღეგრძელოს დალევდნენ. მეორე სასმისით თუშები გმირ მამა–პაპათა მოსაგონარს შესვამდნენ ზეზვას მასპინძლობით და ამის შემდეგღა აგრძელებდნენ გზას.

მოდით ჩვენც გავიხსენოთ ეს გმირი, ნუ მივცემთ დავიწყებას ასეთი გმირის სახელს. ამ ერთი გმირის მაგალითზე ხომ ნათლად ჩანს, რომ მეფენი კი არ ქმნიან ისტორიას, არამედ ხალხი და ხალხში დაბადებული ზეზვას მაგვარი გმირები.

გამოყენებული ლიტერატურა: ვ. ელანიძე “ვინამ თქვა თუშთა დალევა?!”

თუშური სამზარეულო

თუშური სამზარეულო ეფუძნება თუშეთის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს სამ ძირითად ნატურალურ პროდუქტს: ცხვრისა და საქონლის ხორცეულს, ცხვრისა და საქონლის რძის ნაწარმს, პურეულ- მცენარეულ საკვებს. თუშური კერძებიდან განთქმულია: კოტორი, ხინკალი, ხავიწი, ჩობანყაურმა და ა.შ.


Wednesday, June 6, 2012

მარშრუტები

საფეხმავლო მარშრუტი „დიკლო“

მარშრუტის ხანგრძლივობა - 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე - 36 კმ;

მარშრუტის მიმართულება: ომალო-აგეურთა-დოტკალტო-დიკლო-დიკლოს ხაა-შავი ქვიშა-სანარე-სონეხი-შენაქო-ომალო.

მოგზაურობის პირველი დღე - დაათვალიერებთ თუშეთის ულამაზეს სოფლებს: ომალოს, შენაქოს, დიკლოს; ნასოფლარებს: აგეურთას, ძველ დილკოს. დაკიდებული საფეხმავლო ხიდით გადაკვეთავთ მდინარე ალაზანს; ხშირ, ხელუხლებელ ფიჭვნარებში გაივლით 200 წლის წინ გაკეთებულ სამარხილე გზაზე. აქ, თქვენს თვალწინ ხელისგულივით გადაიშლება კლდოვანი ფიჭვნარი, სადაც ბინადრობენ დედამიწის იშვიათი ცხოველები: ჯიხვი და ნიამორი.
ღამისთევა - დოტკალტოს ველზე, წყაროსთან კარავში ან ოჯახურ სასტუმროებში;
მოგზაურობის მეორე დღე - გაჰყვებით ალპურ მდელოებს ცნობილი დიკლოს მთის (4285 მ.ზ.დ) მიმართულებით. დაინახავთ დაღესტანთან სასაზღვრო გალავნის (ბაცი-ბუცის) ქედსა და დაღესტნის მთებს.
ღამისთევა - საკარვე ადგილი “შავი ქვიშა”.
მოგზაურობის მესამე დღე - შავი ქვიშიდან დაეშვებით თხემის გასწვრივ ალპურ მდელოზე მეცხვარეთა ბინა სანარესკენ, გაეცნობით თუში მეცხვარის ტრადიციულ საქმიანობას და კვლავ თხემის გასწვრივ გააგრძელებთ გზას მთა სონეხისაკენ. სონეხის წვერიდან მოსჩანს თუშეთის ოთხივე ხეობა და 14 სოფელი.

საცხენოსნო მარშრუტი „ორეთი“

მარშრუტის ხანგრძლივობა - 2დღე;
მარშრუტის სიგრძე - 23 კმ;

მარშრუტის მიმართულება: ომალო-ხოშანე-იღონე-ორეთი-ჭიხალე-ცოკალთა-ომალო;

მოგზაურობის პირველი დღე -იწყება ომალოში და გრძელდება ხოშანეში_მდინარისპირა ველებიან ჭალაში, სადაც მდინარე ალაზანს ზღვის დონიდან 1600 მ-ზე ერთვის მდინარე ხოშანეს ხევი. “ხოშანედან” ბილიკი შედის ფიჭვნარ ტყეში და მიემართება ზევით, საკმაოდ ციცაბო ფერდობზე მიხვეულ-მოხვეული გზით. ფერდობზე, ძირითადად 300 წლიანი 40 მეტრამდე სიმაღლის ფიჭვნარი კორომებია გავრცელებული. აქვე ცალ-ცალკე გვხვდება ახალგაზრდა ფიჭვნარი და ვერხვნარი კორომები. ბილიკი გაივლის იღონეს მეცხვარეთა სადგომს და გაუყვება ვადაეთის ხორხის ულამაზეს ხეობას
შემდეგ ბილიკი გადაკვეთს ქედს 2750 მ-ზე და მიემართება უკვე ორეთში საკმაოდ ვაკე ფერდობზე. სუბალპურ ბუჩქნარსა და დეკის ჯგუფებს შორის მოულოდნელად ჩნდება მწვანე ფერის ტბა “უძირო”. ტბასთან ღამისთევის ადგილი ზღვის დონიდან 2650 მ-ზეა. ორეთიდან ჩანს თითქმის მთელი თუშეთი, საქართველოს ჩრდილო საზღვრის მონაკვეთი-მყინვარებით მოსილი თუშეთის ქედი, მწვერვალი თებულოდან (4492 მ) დიკლოს მთამდე (4285 მ).
მოგზაურობის მეორე დღე - საფეხმავლოა, მცირე დაქანების ბილიკით ეშვება სუბალპურ მეჩხერ ტყეში ამინდის სალოცავ “ჭიხალემდე”. მოგზაურობა მთავრდება სოფელ ომალოში ან ხისოში.

საცხენოსნო მარშრუტი “დოჭუ”

მარშრუტის ხანგრძლივობა - 2 დღე;
მარშრუტის სიგრძე - 28 კმ;

მარშრუტის მიმართულება: ომალო-ღელე-სახეო-დოჭუ-გოგრულთა-კეხი-ხახაბო-ომალო;

მოგზაურობის პირველი დღე - ტურისტები მიემგზავრებიან პირიქითის გზაზე ფიჭვნარ ტყეში ველამდე (ზღვის დონიდან 2250 მ), რომელიც წარმოადგენს დართლოსკენ, ომალოსა და დოჭუსკენ მიმართული ბილიკების გზაჯვარედინს. ისტორიულად აქ იმართებოდა თუშეთის საერთო სათემო ყრილობები. ღელიდან მარშრუტი მიემართება თუშეთის ორ მთავარ ხეობად გამყოფი პირიქითის (მაკრატელას) ქედზე. გზიდან კარგად ჩანს თუშეთის ხეობები - ჩრდილოეთით პირიქითას ხეობა და თუშეთის ქედი, ხოლო სამხრეთით _ჩაღმისა და გომეწრის ხეობები და მთავარი კავკასიონის ქედი. სალოცავი “სახეოდან’ (ზღვის დონიდან 2290 მ) ბილიკი ეშვება მცირე დაქანების მდელოზე სოფ. დოჭუმდე.
დოჭუ თუშეთში ერთ-ერთი კარგად შემონახული ძველი თუშური არქიტექტურის ნიმუშია. სოფელში საინტერესოა სამსართულიანი სახლების, დარბაზისა და საქვაბის დათვალიერება.
შემდეგ ბილიკი გაივლის სოფელ გოგრულთას, მინარე ორწყლის ულამაზეს ხეობას, სოფელ ხახაბოს და მთავრდება სოფელ ომალოში.
ღამისთევა შესაძლებელია სოფელ დოჭუს საოჯახო სასტუმროებში და სოფელ გოგრულთას მიმდებარედ გამოყოფილ საკემპინგე ადგილზე, კარვებში.

საცხენოსნო მარშრუტი „წოვათა“

მარშრუტის ხანგრძლივობა - 5 დღე;
მარშრუტის სიგრძე - 65კმ;

მარშრუტის მიმართულება: ომალო-დართლო-ფარსმა-ნაყაიჩოს უღელტეხილი-ვერხოვანი-წარო-წოვათის თავი-ვაკისძირი-ილიურთა-ვესტმო -გოგრულთა-დოჭუ-ომალო;

მოგზაურობის პირველი დღე -იწყება სოფელ ომალოში და გრძელდება პირიქითის ხეობაში. თქვენი პირველი მასპინძელი იქნება თუშეთის სავიზიტო ბარათად ქცეული სოფელი დართლო თავისი სტუმართმოყვარე მაცხოვრებლებით. მოგზაურობას აგრძელებთ სოფელ ჭეშომდე, სადაც გელოდებათ ოჯახური სასტუმრო “ჯიქი” და “ქომიტო” თუშური ტრადიციული და ევროპული კერძებით.
მოგზაურობის მეორე დღე - სოფელ ფარსმასთან (1750 მ) გადაკვეთავთ მდინარე პირიქითის ალაზანს, გადაივლით ნაყაიჩოს უღელტეხილს, საიდანაც თითქმის მთელი თუშეთის ულამაზესი პანორამა იშლება და გადახვალთ გომეწრის ხეობაში. ღამისთევა შესაძლებელია სოფელ ვერხოვანის ოჯახურ სასტუმროში, რომელიც ისტორიულ კოშკშია განთავსებული.
მოგზაურობის მესამე დღე - თქვენ გელოდებათ წოვათის ნასოფლარებისა და ალაზნისათვის თავისებური და რბილრელიეფიანი მდელოს სამყაროს მონახულების შესაძლებლობა. ღამისთევა შესაძლებელია კარვებში.
მეოთხე დღე - მოგზაურობას აგრძელებთ გომეწრის ხეობის გაყოლებით თუში სახალხო გმირის ზეზვა გაფრინდაულის მშობლიურ სოფელ ვაკისძირისკენ, სოფელ ილიურთას გავლით და ივანაურთის თემის სოფელ ვესტმოში გაათენებთ ღამეს კარვებში ან მოსახლეობის ოჯახებში.
მეხუთე დღე - სოფლების საჩიღილოსა და გოგრულთას გავლით გამორჩეული არქიტექტურის ნიმუშს სოფელ დოჭს ესტუმრებით, სადაც ნახავთ ორი საუკუნის წინანდელ საცხოვრებელ სახლებსა და საყოფაცხოვრებო საგნებს. მოგზაურობას ამთავრებთ სოფელ ომალოში.

ნაციონალური პარკი

2003 წლის 22 აპრილს საქართველოს პარლამენტის კანონით მსოფლიო ბანკისა და გარემოს დაცვის გლობალური ფონდის საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ხელშეწყობით დაარსდა აღმოსავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიები, მათ შორის თუშეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც მოიცავს თუშეთის ეროვნულ პარკს (83453 ჰა), თუშეთის დაცულ ლანდშაფტს (27903 ჰა) და 1981 წელს შექმნილ თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს (10694 ჰა), იგი სიდიდით პირველია მთელს ევროპაში. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს თბილისიდან 280 კმ. მანძილზე. ტერიტორია ვრცელდება 900-დან 4800 მ-მდე ზღვის დონიდან. იგი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. მნიშვნელოვანია ნაკრძლის ფიჭვნარი და არყნარი ტყეები. ნაკრძალი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველებიდან აღსანიშნავია ნიამორი, აღმოსავლ ეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი, კრავიჭამია, შევარდენი, მთის არწივი და სხვა. ეს ტერიტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც წინააზიური ჯიქის გავრცელების არეალი. მისი რიცხოვნება მთელ კავკასიაში მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარით შემოიფარგლება.

Sunday, June 3, 2012

tushuri leqsebi

ყალყზე შეყენებულ უბელო რაშების
ჭიხვინი გაჰკვეთავს ატეხილ დეკიანს,
უდრეკი სულებით დოღში პაექრობა,
სწყურიათ ვაჟკაცებს,მეცხვარის თექიანს.

მწყობრად დაწყობილნი მიჰქრიან მერნები,
ლაჟვარდში ნაპერწკლებს ანთებენ ნალები,
ღიმილლი უხდებათ ახოვან ჭაბუკებს,
და შეუდრეკელი ქორული თვალები.

მთებში გამოზრდილი ლაღი ულაყები,
კლდოვან ბილიკებზე ფლოქვს არ აკარებენ,
შმაგად მოვარდნილი, ხევივით მჩქეფარე,
სისხლით გამარჯვების სურვილს ატარებენ.

მწველი მოლოდინით ივსება სივრცე და
ყველას გამოასწრებს მხედარი ერთ-ერთი,
სწრაფად გადიქროლებს სანიშნე ადგილზე
ძუა გამოკრული გულფიცხი ფეხთეთრი.

წინ მიაგებებენ ჯიხვის რქით ალუდს და
გაოფლილ ბედაურს ბალღებს მიანდობენ,
ძველ თუშთა ჯირითის, მხედრობის ლეგენდებს
ხატები, ბილიკნი, მთები მიამბობენ.

თეა ელანიძე

...........................................................
       buneba

kldeze gadmodga xarjixvi
chiuxshi shurtxi gaprinda
cashi arwivi navardobs
svavi leshs sastrialebsa
melia midis soroshi
datvi leshs marxavs ormoshi
kurdgeli midis serzeda
jiqi wamodga pexzeda
mgeli ugran tyes amagrebs
mteli dge dadis mshieri
kodala xeebs mkurnalobs
da asuptavebs chiebit
damprtxali shveli tvalebs abrialebs
mimino kisers ukugma atrialebs
iremi bgavis tyeebs axmianebs
jogs ver poulobs es adardianebs
tushetshi alazani boboqrobs ise modis
kalmaxi alazans magla miuyveba
adre gazapxulze mtashi cxvari midis
abanos xididan agmarts auyveba
tushetis bunebas tushetis shvilebs
gisurvebt chemgan didxans sicocxles
ar gadashendet didxans ixaret
gmertma daglocot didxans gacocxlot
m.t.
............................................................
თუშეთი ღვთისგან ნაკურთხი

ედემის ბაღი მიჯნური,

ღილია საქართველოსი

ზედ ოქროს ძაფით მიკრული.


ბუნების მწყემსი ჩემს თუშეთს

ყვავილთა თექით ინახავს,

თუ არ გიnახავს ეს მხარე,

მითხარი მაშ რა გინახავს?


აქ იძმობილებ მთის ჯიხვთან

ტოლთან ჭიდილში რქებმოხრილს,

აქ უკვდავების წყალს დალევ

კლდეში ზვავისგან გამოხდილს.


ყვავილთა ნექტარს ისუნთქებ

პირიმზის ეშხში გაბანილს,

ღამის ძილს გაგილამაზებს

ვარსკვლავიანი საბანი.



კლდის შურთხი მოგასმენინებს

მთის გარმონს მართლაც საოცარს,

ხელში სანთლიან ქრისტიანს

ჩიღოს ლაშარი დაგლოცავს.



დასტკბი ცქერით ამ სამოთხის,

საით მიდიხარ? ვინა ხარ?

თუ არ გინახავს თუშეთი

მითხარი მაშ რა გინახავს...

Ioseb longishvili
..............................................................................
დიდო ღამეო

თენდები ნურც გათენდები
დიდო ღამეო სთვლისაო
ამაიხედ ნუმც ამაიხდები
თენებავ ცისკარისაო

დაიყეფნე ძაღლო, დაიყეფნე
შე შავის პატრონისაო
ქარაფს გიკიდნავს პატრონი
ფურ-ბერწის საბანდითაო

ღამეს ვათენებ თეთრადა
შვილი ვარ დიდის მთიოსაო
შაატყობინე ჩემებსა
ამბავი შავი დღისაო

მე ის აქ არა გამწირავს
 არცა შაირცხვენს პირსაო
გასჭრიან ჩამამაგდებენ
პირბასრი ფრანგულითაო
.........................................................
სამშობლო! 17:20
სამშობლოს, ბედი, როგორც ჯალათი
წლებს შოლტებივით გილაწუნებდა,
თუ გამოშტერდა ბებერი ღმერთი
შენებრ ბადახშს რომ ითვალწუნებდა!

ყოველ ეპოქას თავის არჩივი
მშიერ სვავივით მიჰქონდა ხარბად,
მკერდს გესობოდნენ დაუსრულებლად
საუკუნენი ალესილ ხანჯლად!

ვინ თქვა რომ ღმერთის მამული გქვია
მისი საუფლოს ჩამონაჭერი,
მაშ ყველა დემონს რამ შეახვედრა
შენი სხეულის თითო ნაჭერი!

ასეთი ღალა საიდან ჰქონდათ
შენს მთებს ლურჯსა და შენს ველებს მწვანეს,
ასეთს რას სწოვდი მათი ძუძუდან,
რომ სამარემდე ვერ მიგიყვანეს!

შენი სხეულის არცერთი ასო
არ დარჩა ხმლისგან დაუსერავი,
სად ინახავდი, სულს, დალოცვილო,
რომ ვერ მიაგნო იმას ვერავინ!

ღმერთის აუგში იქნება ვცდები,
იქნებ გაკუთვნა ქრისტეს მისია...
ხან გაწამებდა, ხან მოგივლენდა:
დავითს, ერეკლეს, დაცლილს სისხლისგან!

რამდენჯერ ჯვარზე გაკრული გნახეთ,
რამდენჯერ, კიდევ, მკვდრეთით აღმსდგარი...
თუ ქრისტეს ერთი აღდგომა ჰქონდა,
შენთვის მრავალჯერ არის დამდგარი!

ბობოქარ წარსულს ბებერ ციხესთან
ვალმოხდილს ახლა მშვიდადა სძინავს,
დე, აწმყომა თქვას თავის სიტყვა,
ნუღარ მოგვასწროს ამ მიწის გმინვამ!

ბახვა ბაიხოიძე
1991 წლის 9 აპრილი
..................................................................
იახლ ჯანღ 17:27
იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებო
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე

ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო.
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ
რად ვერ შაგტყობდი
ჩემ ტკბილ თუშეთო და
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ

იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ
...............................................................................

თუშეთის დაცული ტერიტორიები

თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰა-ია.თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია (კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტი), ხოლო მცენარეთა 11 სახეობა საქართველოს ენდემია.
თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში გავრცელებულ საქართველოს ენდემთაგან აღსანიშნავია: თუშური ტილჭირი (Aცონიტუმ ტუსცჰეტიცუმ), კოწახური (Bერბერის იბერიცა), მაჩიტა (ჩამპანულა), დათვისთხილა, შროშანი (Pანცრატიუმ), თუშური ასკილი (ღოსა ტუსცჰეტიცა), თებულოს ბაია (ღანუნცულუს ტებულოსუს) და სხვა. აქ ასევე გვხვდება კავკასიის ზოგიერთი ენდემიც: შავი ანუ რადეს არყი (Bეტულა რადდეანა), ღვინა (Fრიტილლარია ცაუცასიცა), ყვითელი ღვინა (Fრიტილლარია ლუტეა ), ფურისულა (Pრიმულა ჯულიაე), დეკა (ღჰოდოდენდრონ ცაუცასიცუმ), ცისთვალა (შცილლა არბორეა) და სხვა.

ფაუნა

თუშეთი მდიდარია მტაცებლებით – მელასა და მგელს აქ ყველგან, მათ შორის ზღვის დონიდან ძალიან მაღლაც, შეხვდებით. ასევე ყველგან ნახავთ მურა დათვის კვალსაც, რომლის პოპულაცია თუშეთში საკმაოდ სტაბილურია. თუშეთში ფოცხვერიც საკმაო რაოდენობით ბინადრობს და არც საკვების უკმარისობას განიცდის. მცირე ზომის მღრღნელებიდან და კურდღ ფ იდან დაწყებული, არჩვითა და ჯიხვის ციკნებით დამთავრებული – ყველა ეს ცხოველი ფოცხვერის სანადირო ობიექტს წარმოადგენს.
მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ თუშეთის მთებს ჯერ კიდევ შეიძლება აფარებდეს თავს ჯიქი – წინააზიური ლეოპარდი.თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მდიდარი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის წიწვოვან კორომებში ცხოვრობენ და ფიჭვის გირჩით იკვებებიან საქართველოსთვის საკმაოდ იშვაითი ნაძვის ნისკარტმარწუხები. იმავე ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალის ნახვა შეიძლება. უფრო მაღლა წითელთავა მთიულები, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოციები გვხვდება. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების – ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. აქ ბევრია კაკაბიც. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან თუშეთში რამდენიმე სახეობის ბუ, მთის კირკიტა, კაკაჩა და ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენი გვხვდება. კალმახით (შალმო ფარიო ტრუტტა) მდიდარია თუშეთის მდინარეები. არსებული მონაცემების მიხედვით თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა: ჩორონელლა აუსტრიაცა, Vიპერა ურსინი და Lაცერტა სპ., ასევე გავრცელებულია მინიმუმ ერთი სახეობის ამფიბია – მწვანე გომბეშო.

მოკლე ისტორია

თუშეთში განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიან შუა საუკუნეების ციხეკოშკები, თავად თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესით და საზაფხულო ხატობა-დღეობებით, მუდამ მრავლად იზიდავდა მნახველს. თუშების სტუმართმოყვარეობა კი ყოველთვის იყო ტურისტის თუ დამთვალიერებლის უსაფრთხოების გარანტი. თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის და მეცხვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა. ჩხვარმეცხვარეობამ თუშეთში სახალხო რეწვის განვითარება გამოიწვია. თუში ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად სადა და ლამაზ, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან – წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.
თუშეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილია. ტურისტებს იზიდავს მისი თვალწარმტაცი ბუნება, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სახით. თუშეთში კეთილმოწყობილია საოჯახო სასტუმროები.

თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობა

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება. თუშეთის დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი მდებარეობს. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები, მაკრატელას წყალგამყოფი ქედით ერთმანეთისგან გამოყოფილ, თუშეთის ორ მთავარ მდინარეში, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, შეერთებული მალევე სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში, სადაც ამ მდინარეს ანდის ყოისუს სახელით მოიხსენიებენ, და კასპიის ზღვაში ჩაედინება.