Sunday, June 3, 2012

ფაუნა

თუშეთი მდიდარია მტაცებლებით – მელასა და მგელს აქ ყველგან, მათ შორის ზღვის დონიდან ძალიან მაღლაც, შეხვდებით. ასევე ყველგან ნახავთ მურა დათვის კვალსაც, რომლის პოპულაცია თუშეთში საკმაოდ სტაბილურია. თუშეთში ფოცხვერიც საკმაო რაოდენობით ბინადრობს და არც საკვების უკმარისობას განიცდის. მცირე ზომის მღრღნელებიდან და კურდღ ფ იდან დაწყებული, არჩვითა და ჯიხვის ციკნებით დამთავრებული – ყველა ეს ცხოველი ფოცხვერის სანადირო ობიექტს წარმოადგენს.
მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ თუშეთის მთებს ჯერ კიდევ შეიძლება აფარებდეს თავს ჯიქი – წინააზიური ლეოპარდი.თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მდიდარი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის წიწვოვან კორომებში ცხოვრობენ და ფიჭვის გირჩით იკვებებიან საქართველოსთვის საკმაოდ იშვაითი ნაძვის ნისკარტმარწუხები. იმავე ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალის ნახვა შეიძლება. უფრო მაღლა წითელთავა მთიულები, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოციები გვხვდება. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების – ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. აქ ბევრია კაკაბიც. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან თუშეთში რამდენიმე სახეობის ბუ, მთის კირკიტა, კაკაჩა და ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენი გვხვდება. კალმახით (შალმო ფარიო ტრუტტა) მდიდარია თუშეთის მდინარეები. არსებული მონაცემების მიხედვით თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა: ჩორონელლა აუსტრიაცა, Vიპერა ურსინი და Lაცერტა სპ., ასევე გავრცელებულია მინიმუმ ერთი სახეობის ამფიბია – მწვანე გომბეშო.

No comments:

Post a Comment