თუშეთის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ზეზვა გაფრინდაულს გამორჩეული ადგილი უკავია, რადგან მისი ბრძოლები დაკავშირებულია ისეთ პერიოდთან, რომელმაც გადაწყვიტა აღმოსავლეთ საქართველოს ყოფნა–არყოფნის საკითხები.
შაჰ–აბასმა ორგზის შემოსევით (1614–1617წწ.) კახეთის სამეფო მიწასთან გაასწორა, 100000 კახელი ტყვედ აიყვანა, ირანში გადაასახლა და თურქმანთა მომთაბარე ტომების ჩამოსახლება გადაწყვიტა, მაგრამ კახეთში გიორგი სააკაძის ხელმძღვანელობით სპარსელების წინააღმდეგ ჩატარებულმა ომებმა ბოლო მოუღო ირანის მბრძანებლის გადაწყვეტილებას.
იგივე საკითხი დღის წესრიგში მოგვიანებით კვლავ დადგა და სისრულეშიც იქნა მოყვანილი. იავარქმნილ კახეთში 1659 წელს ჩამოსახლებულ იქნა 15 ათასი კომლი, 100000 თურქმანი მეჯოგე და მისი დიდი ნაწილი ალავერდისა და ალონის ტერიტორიაზე დაასახლეს.
XVII საუკუნეში, გადაგვარების პირას მისულ კახეთს, ბახტრიონის აჯანყებაში მხსენლად ევლინება თუშ–ფშავ ხევსურთა გაერთიანებული ჯარი, რომლის შეკრებასა და ორგანიზატორობაში ერთ–ერთი მთავარი როლი უჭირავს ზეზვა გაფრინდაულს.
სამწუხაროდ ქართულ ოფიციალურ წყაროებში ამ დიადი გმირის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქართული ისტორია ხომ წესისამებრ მეფებზე და ბატონებზე იწერებოდა. საბედნიეროდ ქართულმა ზეპირსიტყვაობამ უხვი მასალა შემოგვინახა ამ პიროვნების საგმირო საქმეებზე. ზეზვა გაფრინდაულის, როგორც აჯანყების ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის როლი კარგად და რეალისტურად არის გადმოცემული თუშეთში ჩაწერილ ლექსში – “გაფრინდაულის ამბავი”:
„ცხენს გაბანს გაფრინდაული,
გაზრდილსა თივა–ქერზედა,
ძუა–ფაფარსა დავარცხნის,
ნალებს დააკრავს ფეხზედა.
საღარს შეკაზმავს ზეზვაი,
აბჯარს აისხამს ტანზედა.
საით მიდიხარ, ზეზვაო,
ცხენი დაგიბამს კარზედა?–
– ფშავ–ხევსურეთში საქმე მაქვს,
ჯავრი ვიყაროთ მტერზედა.
უნდა შევყაროთ ჯარები
თათრების მუქარაზედა.
აბა, ვიაროთ, საღარო.
ფშავ–ხევსურეთის გზაზედა. –
ცხენზედ შეჯდება ზეზვაი,
ჩაჩქანი ხურავს თავზედა.
გულუხისძე–ნიც გამოყვნენ,
ნანატრნი ფშავის თემზედა.
გადაივლიან ვაჟკაცნი
ბორბალოს მაღალ მთაზედა.
ლაშარს მივიდნენ თუშები,
ხალხი დგას ხატის კარზედა.
შემოეხვივნენ ფშავლები
თუშებს, დაკოცნეს პირზედა.
სუფრაზედ მიიპატიჟეს
შავი ლუდების სმაზედა.
გურგენა ჭინჭარაულმა
ზეზვას ხელ დაკრა მხარზედა:
– დაბერებულხარ თან თეთრი
გამოგრევია თმაზედა. –
დასხდნენ და პური შეჭამეს
ლაშარ გიორგის კარზედა.
გურგენი ჭინჭარაული
ზეზვამ გაიხმო განზედა.
– ძმანი ხართ, უნდა მოგვემხროთ
ჯავრის საყრელად მტერზედა,
თათრის ჯარი დგას კახეთში,
ხალხი ვერ გადის ველზედა,
აქლემის ქარავნები სძოვს,
ჩვენი ცხვრის საძოვრებზედა.
მლოცავსაც გააგებინეს,
მდგომსა დარბაზის კარზედა.
ფიცი დაუდეს ფშავლებმა,
ხელი დაიკრეს ხმალზედა.
– ჩვენაც კაცნი ვართ, ზეზვაო,
ქუდები გვხურავს თავზედა.
ჩვენც სისხლი გვმართებს, და–ძმების,
ხმალნი ვალეწეთ თავზედა.
თათრებს კახეთში რა უნდათ,
ქართველთა მიწა–წყალზედა.
ხევსურნიც შეიყრებიან
არდოტის ზევით მთაზედა,
ჩვენ მაცნე გამოგვიგზავნე,
თქვენ რომ დადგებით გზაზედა.
საით მოვიდეთ, ზეზვაო,
რას იტყვი, რომელ გზაზედა.
– ფშავ–ხევსურნ ერთად წამოდით,
პანკისის ხეობაზედა.
თუშნი ნაქერალს გადმოვალთ,
თქვენ გამოგყვებით კვალზედა.
ჩვენ შევიყრებით ნაქერალს,
დარაჯი გვედგეს განზედა.
იქ ლაპარაკი გვექნება
თათრებთან ომობაზედა. –
გამოესალმნენ ერთურთსა,
ზეზვაი შეჯდა ცხენზედა.
ლუხუმმა დროშას შემოჰკრა,
მდგომმა დარბაზის კარზედა.
– გწყალობდეთ ლაშარის ჯვარი,
ხელ მოგიმართოსთ მტერზედა“.
როგორც ლექსიდან ჩანს ბახტრიონის აჯანყებისთვის ზეზვა ხანში შესული უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ზეზვას ბახტრიონის აჯანყებამდე სხვა მრავალი გმირობაც ქონდა ჩადენილი. სხვანაირად, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ესოდენ დიდი აჯანყების მოთავედ ზეზვა წარმოგვიდგება.
ზეზვა ფუნჩაის ძე წარმოშობით თუშეთში–გომეწრის ხეობის ერთ–ერთ ულამაზეს სოფელ–ვაკისძირიდან ყოფილა. მისი თავდაპირველი გვარი საღირიშვილი იყო. გაფრინდაული კი ბახტრიონის აჯანყებაში გამოჩენილი გმირობისთვის შერქმევია.
კახეთში ფუნჩაიშვილი
იკეთებს შუბის წვერსაო,
თბილის წყლით ფაფარს გადაჰბანს,
ლიტრა ქერს აჭმევს ცხენსაო.
სპარსეთში ერთი თათარი
ენას აუბნებს ძნელსაო:
–”ბახტრიონს გავჭრი ვენახსა
ზედ დავსახლდები ელსაო,
არც თუშებს შევეპუები
და არც ზეზვაის ცხენსაო”.
ეს რომ გაიგო ზეზვამა,
ცხენს შაუმატებს ქერსაო;
– “ჩქარა გასუქდი, ლურჯაო”. –
გავაზედ უსვამს ხელსაო,
–დავემწყემსები სულთანსა,
როგორც მიმინო მწყერსაო,
თოფს დავკრავ, ხმალსაც შემოვკრავ
დღეს დავაყენებ ცხელსაო,
თავსაც იქ დავდებ ჭაღარსა,
ადგილს არ მივცემ ჩვენსაო”
ამბის სიუჟეტურ გადმოცემას, აჯანყების დაწყება განვითარებას, პროფ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ ჩაწერილი ხალხური გადმოცემის მიხედვით განვაგრძობთ:
“დანიშნულ დროს, როგორც ერთი კაცი, სხვადასხვა მთიდან ჩამოსული მთიელები თუშეთის ღელეს (ყველა თემის შუა ადგილს, სადაც საერთო საქმეები ირჩეოდა ხალხის წარმომადგენელთა მიერ).
აღიჭურვა ჯარი თოფ იარაღით და ორ ნაწილად გაიყო. ერთი წყება წავიდა პანკისის ხეობაზე. მეორე ნაქერალაზე–ალვანის ბახტრიონზე. ბახტრიონში თათრების ჯარი იდგა და იმის ასაღებად დაიძრა თუშ–ფშავ–ხევსურეთი. მხედართა წყობამ, რომელიც წამოვიდა პანკისის ხეობაზე, ბაწარის წყალზე, ნახა თათრების ნაცარ–დაყრილი ბოგირი, რომ ნავალი შეტყობოდა და ნაფეხურზე გამვლელს დასდევნებოდნენ. ბოგირზე გასვლის კვალი რომ დაემალათ, თუშებმა უკუღმა დააჭედეს ცხენები. თათრების მეთვალყურეებს უნახავთ ზევით წასული კვალი და ამ ვითომ გაქცეულ თუშების ჯარს ბახტრიონიდან დასდევნებიან თათრები. თუშებმა შეაფარეს თავი და მდევარი ზევით გასცდა, ბახტრიონისაკენ გასწიეს.
თუშები შევიდნენ ციხის გალავანში, მაგრამ თვით ციხის კარები დაკეტილი დახვდათ. თათრებმა იქ შეაფარეს თავი. თუშების გამოჩენილმა გმირმა – ზეზვა გაფრინდაულმა, ოსტატობა იხმარა და ხერხით შეეჭრა მტერს ციხეში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თუშები დამალულნი იყვნენ ტყეში ზეზვა შეუდგა პალოების თლას”რათ გინდაო?” – ჰკითხავდნენ აქეთ–იქედან –”თქვენ ნახავთ, რომ დაგვჭირდებაო”, უპასუხებდა ზეზვა.
თათრების დარაჯებს დასძინებოდათ. გამჭრიახობა გამოუჩენია გმირს ზეზვა გაფრინდაულს, პალოები დაუკრავს გალავანზე საფეხურებად. მან ჩაასო კედელში პალო, შედგა ფეხი, ჩაასო მეორე, შედგა მეორე ფეხი, ჩაასო მესამე, მეოთხე … და ავიდა ციხის კედელზე. კედლიდან გადახტა შიგ ციხეში, ამოხოცა დარაჟები, გააღო კარები და ისე შევიდა ლაშქარი. შურისძიებით აღჭურვილი თუშ–ფშავ–ხევსურნი ეკვეთნენ თათრებს … მძინარე თათრები ისე აირივნენ, რომ ვეღარ არჩევდნენ მტერი ვინ იყო და ვინ არა. გულგახეთქილნი აღარ ფიქრობდნენ ციხის დაცვაზე. მხოლოდ ცდილობდნენ როგორმე დაეღწიათ თავი განრისხებული ქართველი მთიელებისგან. თათრებმა იმ იმედით, რომ ალავერდის ციხეში შევეფარებითო, თავი დაანებეს ციხეს და გაიქცნენ ალავერდისკენ, თუშ–ფშავ–ხევსურები მისდევდნენ უკან ხოცვით.
ალავერდშიაც ასეთი ამბები ტრიალებდა იმ დროს, ის ციხეც აეღოთ, იქიდანაც გამოსულიყვნენ თათრები და წამოსულიყვნენ ბახტრიონისაკენ. ორივე ციხიდან გამოქცეული თათრები შეიყარნენ ალვანის მინდორზე . თათარი მომეწყვდა შუაში. აქ შეიქმნა უწყალო ჟლეტა თათრებისა. თუშების თქმით “იმდენი თათარი ეხოცა, სანამდის ერთი თათრის გვამი ყირამალა არ დამდგარიყო თათრების მკვდრების გროვაში. მაშინ ზეზვას შეეჩერებინა მტრის ხოცვა, რადგან გვამის ყირამალა დადგომა ცოდოდ მიაჩნდათ. იმ ადგილს სადაც ეს საშინელი სისხლის ღვრა მოხდა და თათარი განადგურებულ იქნ, დაერქვა “გაწყვეტილა”. ასე ეძახიან თუშები ამ ადგილს დღესაც.”
ბახტრიონის აღების ისტორია არა მარტო თუშურ გადმოცემებში, არამედ თუშურ ხალხურ ლექსებშიც აღინიშნება:
“მოვიდოდ თუში ზეზვაი,
ჯოგი მოჰყვება მგლისაო,
“ან თქვენ გადადით გალავანს,
ან გადამიშვით მიაო,
თუ შვიდ ვერ მოვკლა ხმალ–დახმალ,
გამცვალეთ თათრის ქალზედა’,
გადავა, გადაფრინდება,
ბახტრიონს გალავანზედა”.
ზეზვა მიღწეული გამარჯვების შემდეგ კვლავ განაგრძობს თათრების წინააღმდეგ ბრძოლას. “ზეზვამ შეჰკრიბა ამოწყვეტას გადარჩენილი კახეთის მოსახლეობა, – წერს გ. ლეონიძე, – და თორღვას ციხეში გაიხიზნა. აქედან ესხმოდა კახეთში კვლავ მოვლინებულ სპარსელების ჯარს და შიშის ზარს სცემდა მათ:
“თორღვასა გაფრინდაული
ამაგრებს ქვითკირსავითა,
კახზე მოსულსა მოძალეს
აბრუნებს ნახირსავითა.”
სპარსელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, ჯარის საუკეთესო ნაწილებსაც აგზავნიდნენ და ზეზვას ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებდნენ. ერთ–ერთი შეტაკების დროს იგი დაუჭრიათ კიდეც, მაგრამ ხელში მაინც ვერ ჩაუგდიათ. ზეზვა კვლავ თორღვას ციხე გალავანში გამაგრებულა:
“თოფ დაჰკრეს გაფრინდაულსა,
თორღვ დარჩა ოხერივითა,
თორღვას წევს გაფრინდაული
გამაგრდა ქვითკირსავითა.”
სპარსელები ძალით რომ ვერას გახდნენ ათასგვარ დაპირებებით მოინდომეს ზეზვას მოტყუება და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ მიაღწიეს კიდეც საწადელს. მოტყუებით შეპყრობილი ზეზვა თბილისში ჩამოიყვანეს.
ხალხურ ლექსებზე დაყრდნობით პოეტი–აკადემიკოსი გ. ლეონიძე შენიშნავს, რომ ” ზეზვას დაჭერამ სპარსელებში დიდი აღტაცება გამოიწვია. გასაგებიც იყო მტრის ზეიმი. მან ხელთ იგდო ხალხის სარდალი, თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც სხვებთან ერთად სასიკვდილო ლახვარი ჩასცა სპარსეთის პოლიტიკას კახეთში. საამაყო ტყვე ზეზვა დიდი პატივით წამოიყვანეს თორღვას ციხიდან, ძუა შეღებილ ცხენზე შესვეს და მთელი გზა ილუმინაციით “სანთლითა და მაშხალით”, “დაფაზურნის” ყიჟინით ჩამოატარეს. ამ ფაქტის შესახებ ხალხური ლექსი ამბობს:
“ცივგომბორ გადაავლიან
ძუაშეღებილ ცხენითა
ქალაქში ჩაიყვანიან,
დაფა–ზურნითა ლხენითა.”
თბილისის თათრობა ზეიმით შეგებებია დატყვევებულ ზეზვას. ხელფეხშეკრული ზეზვა ჯერ ქალაქში შემოატარეს, ხოლო შემდეგ კი ხალხის საყურებლად დასვეს ქალაქის “შუა უბანში”, და დააბინავეს “ქარვასლაში”. ხალხურ მოლექსეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ზეზვა ეცოდება და ამბობს:
“მოდიან თათრის ქალები: “ზეზვა გვაჩვენეთ თვალითა”.
ზეზვასა ნახვა რად უნდა? მოკლული თქვენის ხელითა.
რატო არ ღნახეთ მაშინა, ბახტრიონს რომ ბრუნავდა ლურჯა ცხენითა,
გალავანს გურგლივ ურბენდა გამაღლებული შუბითა?
ალვანის მინდორ აავსო ღოჯაი თათრის ძვალითა?
მოგდევდათ, მოგაწუხებდათ, მოგჩხვლეტდათ შუბის წვერითა,
მელას დაცვითა კბილები, ტურას ლოყნ ხორცის ჭამითა.”
ზეზვა გაფრინდაული თბილისში სასტიკ პირობებში ჰყავდათ. ის დიდი ხნის მანძილზე სპეციალურ მოედანზე გამოჰყავდათ სადაც თათრები აუწერელ შეურაწყოფას აყენებდნენ. ბოლოს გაფრინდაული, როგორც ხალხური სიბრძნე გვაუწყებს, ციხეში მოუთავსებიათ”
“ზეზვაის ცხენო, ამ ზამთარ
ბაგა გამახარ კბილითა,
ქალქს დაგიბეს პატრონი,
ღამეს გითენებს გმინითა.”
ხალხური მოლექსენი ხსენებული მდგომარეობის თხრობით ამთავრებენ ზეზვას თავგადასავალს, მათ უკვე აღარ იციან თუ რა ბედი ეწია სახალხო გმირს. სავარაუდოა რომ მას იგივე ბედი ხვდა წილად რაც ბიძინას, შალვას და ელიზბარს.
ზეზვა გაფრინდაულის სახელთან არის თუშებში ყველაზე მეტად გავრცელებული ლეგენდა, რომელიც გვიყვება რომ სპარსელებისგან ბახტრიონის განთავისუფლების შემდეგ ზეზვას მეფისთვის უთხოვია თუშებისთვის სამოსახლო. მეფე დათანხმებია, ოღონდ ერთი პირობით: ბახტრიონიდან თუშეთის მიმართულებით სადამდეც გააჭენებდა ზეზვა ცხენს შეუსვენებლად, იქამდე მიცემდა მიწას. ზეზვას მანამდე უჭენებია თავისი ბედაური, სანამ პირუტყვი უსულოდ არ დავარდნილა. მეფეს მიუცია ეს ტერიტორია თუშებისთვის. გადმოცემით ეს ადგილები სოფლების– ზემო და ქვემო ალვანის ტერიტორიაა. ენათმეცნიერი გიორგი ცოცანიძე აღნიშნავს – “ცხენს ბახტრიონიდან ტახტიგორამდის ურბენია და იქ წაქცეულა, მომკვდარა. განარბენი მანძილი თხუთმეტი კილომეტრია. ჩანს ზეზვას მეტის იმედი ჰქონია. მელექსე პატრონის ორგულობას აბრალებს ერთგულ საფერხეს:
გაგიორგულდა, ზეზვაო, გაფრინდაულო, ცხენია…
არმადამც გექნებ, ლურჯაო, პატრონის ნაჭმევ ქერია,
რად გაუგორდი პატრონსა, რად გაულაღე მტერია?
გვიანობამდის მიუთითებდნენ ტახტიგორის ახლოს მინდორში, ზეზვას ცხენის საფლავს. დიდი თეთრი ლოდი იდო. ის ლოდი დღეს აღარ დევს. ამბობენ, ერთმა თელავიდან გადმოსახლებულმა აბრამიშვილმა ურმით სოფელში ამოიტანა და თავის ეზოს გალავანში ჩაატანაო”. გვიანობამდის, სანამ ეს ქვა გაქრებოდა ამ ადგილიდან თუში მამაკაცები მიუახლოვდებოდნენ რა ამ ადგილს, ცხენიდან ჩამოქვეიითდებოდნენ, ქუდს მოიხდიდნენ ხურჯინიდან არაყს ამოიღებდნენ და ზეზვა გაფრინდაულის გმირობისა და ვაჟკაცობის სადღეგრძელოს დალევდნენ. მეორე სასმისით თუშები გმირ მამა–პაპათა მოსაგონარს შესვამდნენ ზეზვას მასპინძლობით და ამის შემდეგღა აგრძელებდნენ გზას.
მოდით ჩვენც გავიხსენოთ ეს გმირი, ნუ მივცემთ დავიწყებას ასეთი გმირის სახელს. ამ ერთი გმირის მაგალითზე ხომ ნათლად ჩანს, რომ მეფენი კი არ ქმნიან ისტორიას, არამედ ხალხი და ხალხში დაბადებული ზეზვას მაგვარი გმირები.
გამოყენებული ლიტერატურა: ვ. ელანიძე “ვინამ თქვა თუშთა დალევა?!”

No comments:
Post a Comment